2024 წელს „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ” 2 520 ტონა ნარჩენი საბურავი ამოიღო

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ” 9 თვის განმავლობაში, 2 520 ტონა ნარჩენი საბურავი ამოიღო, აქედან 530 ტონა აჭარაში.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, ნარჩენი საბურავების ამოღება, საბურავების იმპორტიორი წევრი კომპანიებისგან და ნარჩენების წარმომქმნელებისგან (ვულკანიზაციებიდან).
,,შეგროვებული ნარჩენი საბურავები, გადამუშავების მიზნით, შპს „ქართულ ცემენტს“ ბარდება, ხოლო ნაწილი კი ექსპორტზე თურქეთში გადის.

ასოციაციამ უშუალოდ ნარჩენების ამოღება 2023 წლიდან დაიწყო. ამჟამინდელი ამოღებული ნარჩენების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება-გადამუშავებას.
შეგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება როგორც თბილისში, აგრეთვე რეგიონებში.
ამ ეტაპზე, ასოციაციას საბურავების შეგროვების მსხვილი პუნქტი თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში აქვს. „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში შეგროვების პუნქტების დამატება იგეგმება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები