“პარლამენტი იმპიჩმენტის წესით გადააყენებს იმ ადამიანს, რომელიც არც კონსტიტუციას და არც არანაირ სტანდარტს პატივს არ სცემს” – პაპუაშვილი

“პარლამენტი იმპიჩმენტის წესით გადააყენებს იმ ადამიანს, რომელიც არც კონსტიტუციას და არც არანაირ სტანდარტს პატივს არ სცემს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მან საკუთარი სოციალური მედიის გვერდის საშუალებით გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ თითქოს სკოლაში მოსწავლეებს უკანონოდ ართმევენ მშობლების პერსონალურ მონაცემებს. ამაზე განათლების სამინისტროს განცხადება იყო, რომ ეს იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია. რაც ქალბატონმა სალომემ ჩაიდინა, ეს ყოველგვარ ზღვარსა და სტანდარტს ცდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები