რუსეთმა საქართველოს და აზერბაიჯანს, საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, ელექტროენერგიის იმპორტი სთხოვა

რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორმაციას რუსული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ აზერბაიჯანსა და საქართველოს საგანგებო პერიოდებში მიწოდების შესაძლებლობა ვთხოვეთ. თითოეულს 300 მეგავატი“, – აღნიშნა ალექსანდრა პანინამ.

მისი თქმით, პასუხი ჯერჯერობით არცერთი ქვეყნიდან არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები