“ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საარჩევნო შტაბი ექნება შექმნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება” – პაპუაშვილი

“რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, უკვე გვიჭირს ყველანაირი კომენტარის გაკეთება. მან პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო შტაბი ექნება შექმნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხდება შენობის, მისი ლოჯისტიკური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის.

“მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს აღნიშნოს მისი ფლანგის გამარჯვება. წარმოიდგინეთ, რომ მე პარლამენტში შევქმნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი და რუსთაველის დარბაზში, დიდ ეკრანთან დავსხდეთ „ქართლი ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად და იქ გვქონდეს დათვლა, ვინ რამდენი ხმა მიიღო და ა.შ. ან პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში რომ შექმნას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ამ ჩვენ ე.წ. ცოცხალ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამკვირვებლებს. სიტყვა გაიგეთ საერთოდ მათგან რაიმე ამასთან დაკავშირებით? პირდაპირ, უხეშად ხდება დღისით, მზისით დარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ესეც ერთ-ერთი მოწმობაა იმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ცრუ ბრალდებებს „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებით და პირდაპირ ხელს აფარებენ ოპოზიციის მხრიდან დარღვევებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები