საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეი-ოფშია

ისტორიაში პირველად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

დღევანდელ მატჩამდე ჩვენმა კონკურენტმა შვედეთმა ჯგუფის გამარჯვებულ ნიდერლანდებთან 0:3 წააგო და საქართველოს 21-წლამდელების ნაკრებს გაუჩნდა შანსი, მეორე ადგილზე გასულიყო.

რამაზ სვანაძის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ საბა ხვადაგიანის, გიორგი კვერნაძისა და გიგი აბუაშვილის სახიფათო დარტყმების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი მეკარემ გადაარჩინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები