,,ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ – პროგრამის ფარგლებში ფოლკლორულ ანსამბლებს და სალოტბარო სკოლებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცათ

აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის „ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ ფარგლებში მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებს და სალოტბარო სკოლებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცათ.
„ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახელით, გვსურს მადლიერება გამოვხატოთ აჭარის კულტურის სამინისტროს მიმართ, ჩვენი სალოტბარო სკოლებისადმი გაწეული მხარდაჭერისათვის“, – წერია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის „ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ ფარგლებში მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებს და სალოტბარო სკოლებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცათ.
სამინისტროს პროგრამის „ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ მიზანია მუნიციპალიტეტებში არსებული ფოლკლორული ანსამბლების, სალოტბარო სკოლების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება, ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაცია და მათი ჩართვა შემოქმედებით პროცესებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები