”რაც შეეხება კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გაქრობას პოლიტიკური სივრციდან – ისინი დასრულდნენ გუშინ, ამ არჩევნების შედეგებით” – კირცხალია

”რაც შეეხება კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გაქრობას პოლიტიკური სივრციდან – ისინი დასრულდნენ გუშინ, ამ არჩევნების შედეგებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, “გუშინ დასრულდნენ ისინი და გუშინ მოახდინეს ამ რევოლუციური მცდელობით თვითლიკვიდაცია, როგორც სამართლებრივ ჭრილში, ასევე, პოლიტიკურ ჭრილში”.

“რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც დაფუძნებულია იმ უმნიშვნელოვანეს და უმძიმეს დასკვნაზე, რომელიც თქვენც და საზოგადოებამაც მოისმინა პარლამენტში, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორი მძიმე ისტორიები მოვისმინეთ სხვადასხვა მიმართულებით. რამდენი ისტორია გაიხსენა საზოგადოებამ. არაფერს ვამბობ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ვერ მოესწრნენ ამათ პირსისხლიან მმართველობას და რამდენი სიახლე გაიგეს და რეალურად გაიგეს თუ ვინ ესაუბრებოდა მათ რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის, ევროპული ღირებულებების და დემოკრატიის სახელით. მომზადდა დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მზადდება სარჩელი და უახლოეს მომავალში შევალთ საკონსტიტუციო სასამართლოში”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები