“სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიცია საქართველოში, პრაქტიკულად, გაქრა, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა” – ვოლსკი
“სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიცია საქართველოში, პრაქტიკულად, გაქრა, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა. რასაკვირველია, ხალხის გარკვეული რაოდენობა მხარს უჭერს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ თქვა, ფაქტია, რომ მილიონ ასი ათასამდე ადამიანმა, თუ ცოტა მეტმა, მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას”.
“ხალხმა მხარი დაუჭირა იდეას, რომ საქართველო არის თვითმყოფადი ქვეყანა თავის ინტერესებით და ხელისუფლება ჰყავს ისეთი, რომელიც არ დაუშვებს დესტაბილიზაციას. ყველამ გაითავისა პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად, რომ საქართველო უნდა გადარჩეს იმ საშინელ ტურბულენტურ ზონაში, რომელიც დღეს რეგიონს და მსოფლიოს ახასიათებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.