მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით – არჩევნებიც წლიდან წლამდე უმჯობესდება და სამაგალითო ხდება; გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს

„ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. არჩევნებიც ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე უმჯობესდება და სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს. დაინერგა ელექტრონული საარჩევნო სისტემა და ყველა კარგად ვხედავთ როგორ მაღალ დონეზე ტარდება არჩევნები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალურ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მადლობას მოვახსენებ და ასევე მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას, რომ იყვნენ მკაცრები ასეთი გამოვლინებების დროს. პარალელის გავლებაც შეიძლება, როცა საუბარია ან აქციის დაშლაზე ან მოქმედებაზე. მართლაც სამაგალითოა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები და ბევრს შეუძლია გადაიღოს ჩვენი მათი ქმედებები თუ როგორ უნდა იმოქმედონ სახელმწიფოს დაცვისთვის და უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები