“პრაქტიკულად, ჩავარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა „დიფ სთეითმა” – ირაკლი კობახიძე
“პრაქტიკულად, ჩავარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა „დიფ სთეითმა“. პრაქტიკულად, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, ლელომ“ მიიღო წინა არჩევნებში, შარშან, 180 ათასზე მეტი ხმა და ახლა მიიღო ამის ნახევარი, იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად არ იყო კონკურენცია მათთვის ოპოზიციურ ფლანგზე.
“რაც შეეხება გახარიას პარტიას, წინა არჩევნებში ჰქონდა 160 ათასზე მეტი ხმა მიღებული, ახლა მიიღო, დაახლოებით 50 ათასი ხმა ანუ ჩავარდა ჩანაცვლების პროექტი.
ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბოლომდე გავანეიტრალოთ ის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო გუშინდელი არჩევნები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ზრუნვას მომავალშიც გავაგრძელებთ. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც გამოხატა საკუთარი პოზიცია გუშინ საარჩევნო უბნებზე, მადლობა ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.