ზუგდიდში, „ნაცმოძრაობის“ ორი მხარდამჭერი დაკითხვაზე გადაიყვანეს
ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სამაგიდო სიის გადაღებას ედავებიან. ორი პირი - რუსა მჭედლიძე და ნიკოლოზ გაბელია სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ისინი უშუალოდ გადაღების მომენტში დააფიქსირეს.