რატომ არ მოხვდა ზუგდიდი ipsos კვლევებში – გვარამიას განმარტება (ვიდეო)

“რუსთავი 2 “-ის გენერალური დირექტორის,  ნიკა გვარამია თქმით, მათ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ზუგდიდის მონაცემები იმიტომ არ მოხვდა, რომ არცერთი რეგიონი კონკრეტულად არ არის ცალკე გამოყოფილი და მთელი საქართველოს მონაცემები წარმოადგინეს.
“არც ერთი შუალედური არ მოხვდა, რეპრეზენტატული არ არის უბრალოდ და ცალკე გამოყოფილი, მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩატარებული კვლევა”,- განაცხადა გვარამიამ.

როგორც “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, “იპსოს” მიერ ჩატარებულ კვლევაში ზუგდიდის მონაცემები იმიტომ არ მოხვდა, რომ მერის შუალედურ არჩევნებში, ყველა წინასწარი მონაცემით, მმართველი გუნდის კანდიდატი – გიორგი შენგელია ლიდერობს.

“მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამ კვლევაში არ საუბრობენ “ქართული ოცნების”  კანდიდატის და ზოგადად, კანდიდატების რეიტინგზე ზუგდიდის არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათაც აქვთ მონაცემები, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი გეგა შენგელია ფლობს დამაჯერებელ უპირატესობას და მას აქვს რეალური შესაძლებლობა, პირველივე ტურში გაიმარჯვოს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აღსანიშნავია, რომ თავად კომპანია “იპსოსმა” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კვლევა “რუსთავი 2-ის” დაკვეთით, საფრანგეთის კი არა, როგორც ტელევიზია აცხადებს, არამედ, უკრაინის ოფისმა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები