“უზრუნველვყოფთ, რომ მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი, მიუხედავად შესაძლო რისკებისა და პროვოკაციებისა”

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის N5 საარჩევნო ოლქში, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ, მან, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მთაწმინდის უბნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეფექტურობის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
„როდესაც მხოლოდ მთაწმინდაზე ვაძლევ ხმას, განსაკუთრებით ვითვალისწინებ ამ უბნის, ამ რაიონის ინტერესებს”,-აღნიშნა მან.
მინისტრის განცხადებით, უწყება უზრუნველყოფს, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ გარემოში და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმ რისკებისა, იმ პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება იგეგმებოდეს.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები