გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. საარჩევნო პროცესში, ვითომდა შესაძლო დარღვევების აღმოჩენისთვის, საერთაშორისო გამოძიების ჩართვა, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები მოითხოვენ, ბუნებაში არ არსებობს

„ე.წ. საარჩევნო პროცესში, ვითომდა შესაძლო დარღვევების აღმოჩენისთვის, საერთაშორისო გამოძიების ჩართვა, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები მოითხოვენ, ბუნებაში არ არსებობს“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვითომდა არჩევნების პროცესში არსებული დარღვევების შესახებ ჯერ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და საერთაშორისო გამოძიების ჩართვა შემდეგ მოითხოვონ.

„საქართველოში მერამდენედ ტარდება არჩევნები და ოპოზიციას მერამდენედ შეიძლება ამოუვიდეს ხალხის გადაწყვეტილება – „აღარ სცადოთ“? მერამდენედ უნდა დაინახოს ოპოზიციამ, რომ არ სურს ხალხს მათი ხელისუფლებაში მოსვლა? არ არსებობს ისეთი ფორმულა, რომ წააგო და ხელისუფლებაში მაინც მოხვიდე.

რაც შეეხება ამ ე.წ. გამოძიებას [არჩევნებთან დაკავშირებით] – მოიტანონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მტკიცებულებები და იქნებ არც სჭირდებათ [საერთაშორისო მხარდაჭერა] და ჩვენვე ვეუბნებით, რომ ამით პროკურატურაში წავიდნენ? ჩვენ ხომ მივიტანეთ 100-ზე მეტი მტკიცებულება? როგორია ეს მტკიცებულებები, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ, ფაქტია, რომ ოპოზიციას მსგავსი არაფერი აქვს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები