აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თავის რესპუბლიკელ ოპონენტს, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ Associated Press-ი ჰარისის უფროს მრჩეველზე დაყრდნობით იუწყება.
„ჰარისმა დაურეკა არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს, რათა მისთვის არჩევნებში გამარჯვება მიელოცა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ამასთან, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.