ზუგდიდში სროლის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა

ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან სროლის საქმეზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან ირაკლი ჩანგელია და ბადრი გოგუსანია.

როგორც შსს-ში აცხადებენ,  ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათივე განცხადებით,
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელმა, ზოია ქვარცხავამ თქვა, რომ 87-ე უბანთან უცნობმა პირმა გაისროლა. მისი თქმით, მანქანაში ორი ახალგაზრდა იჯდა. ის ამბობს, რომ მათთვის ფოტოს გადაღება მოასწარო და ის მოგვიანებით სამართალდამცველებს წარუდგინა. ზოია ქვარცხავას დაკითხვა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინაროებდა. თუმცა დაკითხვიდან გამოსულ ქვარცხავას, ენმ-ს ლიდერებმა კომენტარის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე  სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები