კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

მოსკოვში მამაკაცმა ლენინის მავზოლეუმის დაწვა სცადა

მოსკოვში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ლენინის მავზოლეუმისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა. ტელეგრამ-არხების - Baza-ს და Shot-ის ცნობით, 17 ივლისის საღამოს მამაკაცმა ლენინის მავზოლეუმს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. Baza-ს ინფორმაციით,…

იაპონიამ შესაძლოა, რუსეთში მანქანების მიწოდება შეზღუდოს

იაპონიამ შესაძლოა, რუსეთში 1,9 ლიტრზე მეტი მოცულობის მანქანების მიწოდება აკრძალოს. ამის შესახებ Yomiuri წერს. გარდა ამისა, შესაძლო, აიკრძალოს ჰიბრიდული და ელექტრომობილების მიწოდებაც. გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ აკრძალვა…

უკრაინაში გუშინ 700-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა, განადგურდა არტილერიის 40-მდე ერთეული

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად, 17 ივლისს ფრონტზე კიდევ 710 რუსი ოკუპანტი დაიღუპა, განადგურებულია მტრის არტილერიის თითქმის 40 ერთეული. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.…

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ენერგოსისტემას 2025 წლის დასაწყისში გამოეთიშებიან

ბალტიისპირეთის ქვეყნები გეგმავენ, რომ 2025 წლის დასაწყისში რუსეთის ენერგოსისტემას გამოეთიშონ, მიუხედავად ლიეტუვის მოწოდებისა, რომ ეს ბევრად ადრე მოხდეს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა Reuters-თან საუბარში თქვა.…

პოლონეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა

პოლონეთში თვითმფრინავი Cessna ხალხით სავსე ანგარს დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და 10-მდე დაშავდა. ამის შესახებ პოლონეთის სამაშველო სამსახურში განაცხადეს. თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენებოდა პარაშუტისტების ჰაერში…

ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

ყირიმის ხიდზე, რომელიც 17 ივლისის ღამეს, სავარაუდოდ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დრონების საშუალებით ააფეთქეს, მანქანების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. რუსეთის ვიცეპრემიერი, მარატ ხუსნულინი "ტელეგრამში" წერს, რომ მოძრაობა "აღდგენილია…

გაერო: უკრაინაში ომის დაწყებიდან 9300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 537 ბავშვია

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 9287 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 16 384 დაშავდა. ამ რიცხვში შედის 537 მოკლული და 1117 დაშავებული ბავშვი. „ეს მხოლოდ დადასტურებული…

„რუსეთს არ აქვს უფლება, რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება გაანადგუროს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ და განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება, გაანადგუროს რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება. „თუ კრემლში ვინმეს ჰგონია, რომ მათ თითქოს…

ტყის ხანძრის გამო, საბერძნეთის ერთ-ერთი საზაფხულო ბანაკიდან 1 200 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთში, კურორტ ლუტრაკში ტყის ხანძრის გამო, საზაფხულო ბანაკიდან 1 200 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC-ი წერს. გამოცემის ცნობით, საკურორტო ქალაქი ათენიდან 81 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის მერის თქმით, ხანძრის…

ბლინკენი: უკრაინას სრული უფლება აქვს გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე ქერჩის ხიდის დაზიანების გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას თავისი ტერიტორიის და ადამიანების დაცვის…