“მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებში მმართველ პარტიას მისცემენ ხმას, სამოთხეში მოხვდებიან” – ზიმბაბვეს პრეზიდენტი

ზიმბაბვეში დღეს, 23 აგვისტოს საყოველთაო არჩევნები იმართება, რომელზეც აირჩევენ პრეზიდენტს, 80- კაცისგან შემდგარი სენატის 60 წევრს (დანარჩენი 18 ადგილს იკავებენ ტომების ლიდერები, ხოლო 2-ს შშმ-სენატორები).

ასევე, დღეს აირჩევენ ეროვნული ასამბლეის 270 წევრს, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

არჩევნებს 4 ათასამდე ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი ეყოლება.

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ ​წინასაარჩევნო აქციაზე მხარდამჭერებს “ხმამაღალი გამარჯვების” მოპოვებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ “არავინ შეგვიშლის ხელს ამ ქვეყნის მართვაში”.

ამის შესახებ AP წერს.

მნანგაგვამ თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ხმას პარტიას მისცემენ, რომელიც ქვეყანას უკვე 43 წელია – მართავს, სამოთხეში მოხვდებიან.

80 წლის ლიდერმა ასევე მოუწოდა ხალხს ძალადობისგან თავშეკავება, მას შემდეგ – რაც რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციური პარტიის წევრი, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ არის მოკლული.

„ძალადობაში დამნაშავე პირები პასუხს აგებენ შიშისა და კეთილგანწყობის გარეშე. ასე რომ, მე გეუბნებით: არასოდეს ჩაიდინოთ ძალადობა, თორემ მოგხედავთ”, – თქვა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები