უკრაინა დროშის დღეს აღნიშნავს – კიევის ცენტრში ქვეყნის დამცველების მიერ ხელმოწერილი დროშა აღმართეს
უკრაინა 23 აგვისტოს დროშის დღეს აღნიშნავს. ქვეყნის დედაქალაქში დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ომის ეროვნული მუზეუმის თავზე ფრონტის ხაზიდან მებრძოლების მიერ ხელმოწერილი დროშა აღმართეს.
როგორც ზელენსკიმ თქვა, “დღეს არის უკრაინის სახელმწიფო დროშის განსაკუთრებული დღე. დღეს უკრაინის გულში ჩვენ აღვმართავთ სპეციალურ დროშას. მასზე გამოსახულია განსაკუთრებული სიტყვები და ხელმოწერები, რომლებიც დატოვებულია განსაკუთრებული ადამიანების მიერ. ესენი არიან ჩვენი მეომრები, ჩვენი მცველები და მფარველები, ჩვენი გმირები, რომლებიც იბრძვიან უკრაინელების თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, უკრაინისთვის, ჩვენი ფერებისა და ამ დროშისთვის“.
“ჩვენი დროშა არის უკრაინელების სიძლიერე, ნებისყოფის წყარო, სულის უძლეველობა, ასევე, ხსოვნა და პატივისცემა სხვადასხვა დროის ყველა ჩვენი გმირის მიმართ, ვინც იცავდა ჩვენს მიწას და გაწირა სიცოცხლე უკრაინისთვის, ყველა უკრაინელისთვის”, – თქვა მან.
მისი თქმით, “და მოვა დრო, როდესაც მთელი ჩვენი თავისუფალი და მშვიდობიანი უკრაინა შეძლებს ამ განსაკუთრებული დროშის ხილვას. მთელი უკრაინა”.