ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონში საბავშვო ბაღი დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რეგიონი დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანია დაშავებული.

კორაბელნის რაიონზე მიტანილი იერიშის შედეგად ხანძარი საბავშვო ბაღში გაჩნდა.

„დაახლოებით დილის ოთხ საათზე რუსმა სამხედროებმა ორი მართვადი ბომბი საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ კორპუსებზე ჩამოაგდეს. შედეგად, გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. დაშავდა ექვსი ადამიანი. 22 წლის მამაკაცი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, დანარჩენებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს”, – განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად დაზიანებულია სახლები, მაღაზიები, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები