“უკრაინა ტერიტორიებს არცერთ გაერთიანებაში წევრობისთვის არ გაცვლის” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ გაცვლის თავის ტერიტორიებს რომელიმე გაერთიანებაში წევრობისთვის.

ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როგორც პრეზიდენტი, მას აქვს ცალსახა პოზიცია უკრაინის ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით.

“ყირიმი  უკრაინაა. ჩვენ ვიბრძვით ყირიმისა და ყველა სხვა, დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიისთვის. ჩვენ არ ვცვლით ჩვენს ტერიტორიებს რომელიმე გაერთიანებაში წევრობაზე”, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები