“ომი ყირიმის დაბრუნებით დასრულდება” – უნგრეთის პრეზიდენტი

უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა განაცხადა, რომ სამართლიანად მიიჩნევს უკრაინის პოზიციას, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი საბოლოოდ მხოლოდ ყირიმის დაბრუნებით დასრულდება.

ამის შესახებ მან ყირიმის პლატფორმაზე გამოსვლისას თქვა.

„ჩვენ მკაფიოდ უნდა ვიდგეთ უკრაინის მხარეზე და დავგმოთ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული აგრესია. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის ის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. უკრაინას აქვს უფლება, თქვას: სადაც ომი დაიწყო, ყირიმში, იქ უნდა დასრულდეს – ყირიმის დაბრუნებით“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ნოვაკმა დასძინა, რომ უკრაინას, რომელიც თავს იცავს, აქვს „უნგრეთის პატივისცემა და სრული სოლიდარობა“.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნება დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა რუსეთი ომის შედეგად ყირიმის შენარჩუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები