საბერძნეთში ხანძრის გაჩენის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
საბერძნეთში, სადაც ტყის ხანძრები მძვინვარებს, ცეცხლის გაჩენის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
ამის შესახებ Kathimerini წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი მათგანი ეჭვმიტანილია ხანძრის განზრახ გაჩენაში, ორი კი – ცეცხლთან გაუფრთხილებლობით მოპყრობაში.
ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან კუნძულ კეფალონიასა და ქალაქ იოანინაში, ასევე, კრიონერიოსსა და სალონიკში.
საბერძნეთში ორი დღის წინ ტყის ხანძრების ე.წ. მეორე ტალღა დაიწყო.
ამჟამად ცნობილია, რომ ცეცხლმა ტყის მასივის 23 ათასი ჰექტარი უკვე გადაწვა.