უკრაინაში 14 სახელმწიფოს პარლამენტის და ევროპარლამენტის დეპუტატებს ერთობლივი ვიზიტი შედგება
უკრაინაში დღეს 14 სახელმწიფოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის დეპუტატების ერთობლივი ვიზიტი გაიმართება.
ამის შესახებ ERR იტყობინება.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიკელსონმა თქვა, რომ საერთაშორისო დელეგაციის ვიზიტის მიზანი უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვაა.
ასევე, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობისა და აგრესიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საკითხი განიხილება.
25-კაციანი დელეგაცია კიევში შეხვდება უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერს, რუსლან სტეფანჩუკს და საპარლამენტო კომისიების ხელმძღვანელებს და დაესწრება უმაღლესი რადას სხდომებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტში, რომელიც კიევში გაიმართება.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დეპუტატები მოინახულებენ გოსტომელის აეროდრომს და ქალაქ ირპინს.
დელეგაციაში იქნებიან დეპუტატები ავსტრიიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან, ირლანდიიდან, ისლანდიიდან, კანადიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან და ევროპარლამენტიდან.
უკრაინა 23 და 24 აგვისტოს დროშის და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.