შოლცი თურქეთს ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტის დაკავებისთვის აკრიტიკებს
ექრემ იმამოღლუს დაკავება დამთრგუნველია დემოკრატიისთვის თურქეთში და, რა თქმა უნდა, დამთრგუნველია ევროპასა და თურქეთს შორის ურთიერთობებისთვის“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს.
ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გაკეთებულ ვანცხადებაში შოლცმა აღნიშნა, რომ იმამოღლუს დაკავებას ძალიან ცუდი ნიშანია და ამის გამო თურქეთის ხელისუფლება გააკრიტიკა.
გერმანიის მთავრობის თავმჯდომარემ ოფიციალურ ანკარას „საკითხის დაუყოვნებლივ დასრულება“ მოსთხოვა.
შოლცმა თქვა, რომ ბერლინმა და ბრიუსელმა ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გასწიეს თურქეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ამიტომ ისეთი “საკვანძო ოპოზიციური პოლიტიკოსის” დაკავება, როგორიც არის სტამბოლის მერი, ძალიან ცუდი ნიშანია.
მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ცუდად აისახება თურქეთის დემოკრატიაზე და ევროპასა და თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე.