გურამ მაჭარაშვილი: აბულინგებენ ყველა ადამიანს, სპორტსმენი იქნება ეს, ხელოვანი თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი – მონაგონია კომუნისტური რეჟიმი

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

“თანამედროვე ფაშისტური მიმდინარეობა თუ რა შეიძლება იხილოს ადამიანმა, ეს არის ზუსტად დღევანდელი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხლეტები, უცხოეთიდან დაწყებული აქაურებით დამთავრებული.

აბულინგებენ ყველა ადამიანს, სპორტსმენი იქნება ეს, ხელოვანი იქნება თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი, თუ მათ აზრზე არ ხარ, ისინი სპობენ ყველაფერს. მონაგონია კომუნისტური რეჟიმი, რომლებიც თავის დროზე იმავენაირად იქცეოდნენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ნინო დარასელი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ გასამართ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მისთვის სულ ერთია, ფეხბურთელები რას იზამენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები