ირაკლი ქადაგიშვილი: ორი უდიდესი საერთაშორისო მასშტაბის ფონდი, როგორიც არის „USAID“ და „NED“ იყვნენ პირდაპირ ჩართულები ისეთი აქციების დაფინანსებით, რომელიც „რეჟიმ ჩეინჯიგის“ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული
„ორი უდიდესი საერთაშორისო მასშტაბის ფონდი აშშ-ის, როგორიც არის „USAID“ და „NED“ იყვნენ პირდაპირ ჩართულები სწორედ ისეთი აქციების დაფინანსებით, რომელიც „რეჟიმ ჩეინჯიგის“ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიერ-მინისტრის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თავად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დაადასტურა ის, რომ მსხვილი ფონდები ჩართულები იყვნენ „რეჟიმ ჩეინჯიგის“ პროცესებში.
„ჰიბრიდული ომის იარაღის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, ეს არ დარჩა ასე ვთქვათ მარტო ჩვენი განმარტება. თვითონ ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია არის ის, ვინც ყველაზე მეტს და კონკრეტულად საუბრობს და აკეთებს სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ დავინახეთ, რომ ორი უდიდესი საერთაშორისო მასშტაბის ფონდი აშშ-ის, როგორიც არის „USAID“ და „NED“ იყვნენ პირდაპირ ჩართულები სწორედ ისეთი აქციების დაფინანსებით, რომელიც „რეჟიმ ჩეინჯიგის“ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა ერთ-ერთი ფონდის მაღალჩინოსანთან კომუნიკაციას, რომელიც შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დახურა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, იყო მოთხოვნა, რომ საქართველოს ემოქმედა კონკრეტული მითითებების შესაბამისად. საუბარია საქართველოს ომში ჩართვასა და სანქციებზე.