ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას? ეს იმას ნიშნავს, რომ, საბოლოოდ, ისინი დემოკრატიული სისტემის გარეთ რჩებიან
“მათ, რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიან არჩევნებში შემოსვლის რესურსი არ გააჩნიათ”, – ამის შესახებ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი მათ გამარჯვებას არასდროს მიანიჭებს.
„ძალიან დიდი დილემის წინაშე არიან. არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას? ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ ისინი დემოკრატიული სისტემის გარეთ რჩებიან და დემოკრატიული სისტემა აუცილებლად შეივსება სხვა, უფრო ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.