ნორვეგიაში 12 გოგონას და 37 წლის მამაკაცის სკანდალური ქორწინების ცერემონია გაიმართა (ვიდეო და ფოტოკოლაჟი)
ნორვეგიაში 12 წლის თეას და 37 წლის მისი საქმროს მომავალი ქორწინების შესახებ ცნობამ ცხოვრების მეტად თავისუფალი სტილის მოყვარული სკანდინავიელებიც კი აღაშფოთა. ინტერნეტში შეიქმნა რამდენიმე საიტი, რომელმაც მომავალი ქორწინების ჩაშლას აქტიურად მოითხოვდა. გუშინ, 11 ოქტომბერს დაგეგმილი ცერემონია მაინც გაიმართა. თუმცა საკურთხეველთან მისულმა გოგონამ დაქორწინებაზე უარი განაცხადა და ქორწინებაც ჩაიშალა. როგორც აღმოჩნდა ეს სკანდალური ქორწინება არასამთავრობო ორგანიზაციების პროვოკაციული აქცია გახლდათ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არასრულწლოვანი გოგონების დაქორწინებას ეწინააღმდეგებიან. ნორვეგიული უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 39 ათასი არასრულწლოვანი გოგონა ქორწინდება, ხოლო ეს პროვოკაციული აქცია, რომელმაც მოსახლეობა აღაშფოთა, საუკეთესო საშუალება იყო ამ პრობლემისათვის ხალხის ყურადღების მისაპყრობად.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=CrPkpa-NL1I” width=”560″ height=”315″]