საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტს, გუნ მარიტ ჰელგესენს შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან, გუნ მარიტ ჰელგესენთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონგრესის როლს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების კუთხით და გამოხატეს თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.

ქართულმა მხარემ კონგრესის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და რეფორმების შესახებ. ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს დელეგაციის ჩართულობას კონგრესის საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები