„თბილსერვის ჯგუფი“, ვანდალიზმთან ბრძოლის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“, ვანდალიზმთან ბრძოლის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას “თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ისე სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების გარე ფასადები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

“ამჯერად, გაიწმინდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდის საყრდენი კედლები და კოტე აფხაზის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობების გარე ფასადები.

დასუფთავების პროცესში „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალისტებმა გამოიყენეს თანამედროვე ქვიშა-ჭავლის ტექნიკა, რაც საშუალებას იძლევა, ზედაპირებიდან ეფექტურად იქნას მოცილებული უნებართვო წარწერები და ნახატები ისე, რომ არ დაზიანდეს ფასადის ავთენტური იერსახე.

აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს ქალაქის იერსახის შენარჩუნებასა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებას,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები