ლევან მაჭავარიანი – ჩეხეთის რეზოლუციაზე: ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ
„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი საქართველოს შესახებ ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს.
„დიფ სთეითი“ რებრენდინგს განიცდის და უფრო კონცენტრირდება ბრიუსელზე, ბრიუსელის ბიუროკრატებზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერშიპზე. მათი ხელთ გაორმაგებული შეტევა შეგვიძლია დავარქვათ ამ ყველაფერს, რაშიც გამოირჩევიან ბალტიის, სკანდინავიის ქვეყნები და ამ შემთხვევაში ჩეხეთი მიემატა სრულიად აბსურდული მოთხოვნებით, თითქოს პოლიტპატიმრები არიან. საქართველოში პოლიტპატიმრები არასდროს ყოფილან 2012 წლის მერე. ახალ არჩევნებს ითხოვენ, ამას მივეჩვიეთ უკვე და რატომ ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც საუბარია ახალ არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და სანქციებზე.