რეალური ისტორია „ემილი როუზის ეგზორციზმის“ უკან – ანელის მიშელის შემზარავი ამბავი

ჰოლივუდი ყოველთვის იყო დაინტერესებული ზებუნებრივი მოვლენებით. რეჟისორ სკოტ დერიკსონის მიერ 2005 წელს გადაღებული „ემილი როუზის ეგზორციზმი“ ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ რეალურ შემთხვევას ეფუძნება. ფილმი შთაგონებულია ახალგაზრდა გერმანელი ქალის, ანელის მიშელის ტრაგიკული ისტორიით.

ანელის მიშელი დაიბადა 1952 წელს გერმანიაში, გაიზარდა ღრმად რელიგიურ კათოლიკურ ოჯახში. თინეიჯერობის ბოლოს მისი მდგომარეობა შემაშფოთებელი გახდა — კრუნჩხვები, ჰალუცინაციები და ხმები, რომლებიც ეუბნებოდნენ, ზიანი მიეყენებინა საკუთარი თავისთვის. გოგონას ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს, წამლები დაუნიშნეს, მაგრამ მდგომარეობა გაუარესდა. მან დაიწყო სხვადასხვა ხმით ლაპარაკი, რელიგიური საგნებისადმი უკიდურესი ზიზღისა და არაბუნებრივი ფიზიკური სიძლიერის გამოვლენა, რის გამოც, მისმა ოჯახს მიიჩნია, რომ გოგონა დემონებით იყო შეპყრობილი.

მას შემდეგ, რაც მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ანელისის მშობლებმა დახმარება მღვდლებს სთხოვეს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეგზორციზმი აუცილებელი იყო. 1975 წელს ორმა მღვდელმა, ერნსტ ალტმა და არნოლდ რენცმა ეგზორციზმის ჩასატარებლად კათოლიკური ეკლესიისგან ნებართვა მიიღეს. ათი თვის განმავლობაში, ანელისმა გაიარა ეგზორციზმის რიტუალების 67 დამღლელი სესია. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ლაპარაკობდა დემონების ხმით და ამტკიცებდა, რომ მასში ჩასახლებულნი იყვნენ ისეთი ფიგურები, როგორიცაა ლუციფერი, იუდა ისკარიოტელი, ნერონი და ა.შ. ამ პერიოდში ანელისის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა თვითდაწესებული მარხვის გამო, რამაც გაუწყლოება გამოიწვია.

1976 წლის 1-ელ ივლისს ანელის მიშელი 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად არასწორი კვება და დეჰიდრატაცია დასახელდა. მის მშობლებსა და ორ მღვდელს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. სასამართლო პროცესის დროს დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ანელისმა საკუთარი ნებით გაიარა ეგზორციზმი, ხოლო ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ სამედიცინო ჩარევას შეეძლო მისი გადარჩენა. საბოლოოდ, სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და ექვსთვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მოგვიანებით კი, პირობითი ვადითა და ჯარიმით ჩანაცვლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები