ბაჩო ოდიშარია: ბოკერიას უთქვამს, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობა ეჭვქვეშ დააყენაო – ივანიშვილმა, რომელმაც “ნაცების” დიქტატურისგან იხსნა ქვეყანა, რომელიც ყველაზე ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ დროებაში, ცეცხლში გახვეულ რეგიონში, არის მშვიდობის გარანტი
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაჩო ოდიშარია “ფედერალისტების” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ბიძინა ივანიშვილმა, არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი”.
ოდიშარიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ დროებაში, ქვეყანას უნარჩუნებს სტაბილურობს და ეკონომიკურ განვითარებას, ცეცხლში გახვეულ რეგიონში, არის მშვიდობის გარანტი. თუმცა, მისივე თქმით, ბოკერიასთვის, მისი მსგავსი უსამშობლო აგენტურისთვის და მათი გარე პატრონებისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, კვლავ ვასალ სახელმწიფოდ გადაქცევას გულისხმობს.
“გიგა ბოკერიას უთქვამს, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობა ეჭვქვეშ დააყენაო. ივანიშვილმა, რომელმაც ნაცების დიქტატურისგან იხსნა ქვეყანა, დაასრულა სისტემური წამების, ბიზნესის რეკეტის, პოლიციური რეჟიმის, გამოხატვის თავისუფლების ძალადობრივი ხელყოფის სისტემური პრაქტიკები; რომელიც ყველაზე ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ დროებაში, ქვეყანას უნარჩუნებს სტაბილურობს და ეკონომიკურ განვითარებას, ცეცხლში გახვეულ რეგიონში, არის გარანტი მშვიდობის; ეს ყოფილა სახელმწიფოდ არსებობის ეჭვქვეშ დაყენება. თუმცა ბოკერიასთვის, მისი მსგავსი უსამშობლო აგენტურისთვის და მათი გარე პატრონებისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყველაფერ ზემოთჩამოთვლილის საპირისპიროზე დგას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისგან გამოშიგვნის და ისევ ვასალ, ბრძანებების უაპელაციოდ შემსრულებელი ქვეყნის მდგომარეობაში დაბრუნებაზე. მოკლედ, ორუელის საუკეთესო ტრადიციებში: ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უმეცრება ძალაა,” – წერს ოდიშარია.