“ადამიანებმა, რომლებიც აქციაზე დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ” – გორდულაძე
“ადამიანებმა, რომლებიც გარეთ [აქციაზე] დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, არიან გარედან დაფინანსებული პირები და მათ უკან ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანია, არ არსებობდეს ქვეყანაში პატივსაცემი ინსტიტუცია.
“ადამიანებმა, რომლებიც გარეთ [აქციაზე] დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია და ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს გარე სხვა აქტორები უწოდებენ ქართველი ხალხის ხმას, მაშინ როდესაც ჩვენ ვიხილეთ, ვინ არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის აბსოლუტური გაერთიანება ნახა მთელმა მსოფლიომ”, – აღნიშნა გორდულაძემ.