“ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენ გარეშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო” – ვოლსკი

“ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენ გარეშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ეს უწყვეტი ნაკადი ხალხის სამების და სიონის მიმართულებით არის ის მასა, რომელზეც დგას საქართველოს სტაბილურობა და გადარჩენის პერსპექტივა.

“არის ხალხის მეორე ნაწილი, რომელიც სულ ახლახან მიხაილ როთს უკრავდა ტაშს. ეს გაყოფა მოხდა ისე, რომ ვერანაირი უპირატესობა ვერ მოიპოვა იმ ფსევდოლიბერალურმა ძალამ, რომელიც გვემუქრება“, – აღნიშნა  ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები