“ის ხაზი, რომელსაც უწმინდესი ახორციელებდა საქართველოში, არის მიუღებელი რადიკალებისა და მათი დამფინანსებლებისთვის” – დავით მათიკაშვილი
“ის ხაზი, რომელსაც უწმინდესი ახორციელებდა საქართველოში, არის მიუღებელი რადიკალებისა და მათი დამფინანსებლებისთვის, შესაბამისად, ის ადამიანი, რომელიც პატრიარქმა თავის დროზე აირჩია, როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, ასევე მიუღებელია [მათთვის], რადგანაც არის მოლოდინი მათი მხრიდან, რომ მეუფე შიო სწორედ ამ ხაზს გააგრძელებს საპატრიარქოში – ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული ღირებულებების პატივისცემის, სულიერების ამაღლების”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
“ბუნებრივია, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმ მიზნებსა და ამოცანებს, რაც აქვთ რადიკალებს და მათ დამფინანსებლებს ქვეყნის ფარგლებს გარედან”, – ამბობს მათიკაშვილი.