ნინო ფოჩხუა – ბოკერიას: თქვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოიხატება ნგრევაში, საკუთარი მოსახლეობის ტერორსა და პირად გამდიდრებაში

ექსპერტი, ნინო ფოჩხუა პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში შეინარჩუნა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მის მოსახლეობას სიამაყის და ღირსების გრძნობა დაუბრუნა.

„რა თქმა უნდა, თქვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოიხატება ნგრევაში, საკუთარი მოსახლეობის ტერორსა და პირად გამდიდრებაში. თქვენთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გამოჩნდა მაშინ, როცა თავი ქუდში გეგონათ და დაგინგრიათ საამური ცხოვრება, რა თქმა უნდა გძულთ და ყველაფერს დააბრალებთ. მე კი გეტყვით, რომ ზუსტად ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში შეინარჩუნა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მის მოსახლეობას სიამაყის და ღირსების გრძნობა დაუბრუნა“, – წერს ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები