ოსკარის კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ რეკორდული რაოდენობის – 83 ქვეყნის ნამუშევარია წარდგენილი

ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ მოსაპოვებლად, კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ რეკორდული რაოდენობის ნამუშევარია წარდგენილი. 2015 წლის „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის“ დაწესებული ოსკარის მოსაპოვებლად 83 ქვეყნის ნამუშევარი იბრძვის. საპატიო პრიზისთვის ბრძოლაში სამი ქვეყანა პირველად ჩაერთო, ესენია: კოსოვო, მალტა და პანამა.
წინა რეკორდი გასულ წელს დამყარდა, როდესაც ამავე კატეგორიაში 76 ქვეყნის ნამუშევარი იყო წარდგენილი.
კინოაკადემია 8 იანვარს რეკორდული რაოდენობის ნამუშევრებიდან ნომინანტებს შორის 9 კინოსურათს, 15 იანვარს კი მხოლოდ ძირითად 5 ნომინანტს დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ნომინანტებს შორის საქართველოდან გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ გახლავთ წარდგენილი.
რიგით 87-ე ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს ლოს-ანჟელესში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები