The New York Times – ტრამპი უკრაინის საკითხზე საკუთარი ადმინისტრაციის წევრებს დღეს შეხვდება

ტრამპი დღეს უკრაინის საკითხზე საკუთარი ადმინისტრაციის წევრებს შეხვდება – ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი 3 მარტს უკრაინის სამხედრო დახმარების პოტენციურ შეჩერებას და გაუქმებას განიხილავს.

ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა NYT-ს ანონიმურად განუცხადა, რომ ტრამპი შეხვდება თავის მთავარ თანაშემწეებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს, რათა განიხილოს და პოტენციურად იმოქმედოს უკრაინის პოლიტიკის მთელ რიგ ვარიანტებზე.

ინფორმაცია თეთრ სახლს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ტრამპის ადმინისტრაციამ არ დაუშვა უკრაინისთვის იარაღის ახალი მიწოდება, მაგრამ არც შეაჩერა ის, რაც ბაიდენის წინა ადმინისტრაციის დროს იყო გამოცხადებული. დღეს კი, წყაროს ცნობით, განხილვა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაპირებული იარაღის ჩათვლით იქნება წარმოებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები