ტრამპი: ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ პუტინზე ფიქრში
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხში რუსეთთან მისი მზარდი სიახლოვის გამო კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა “ნაკლებად” უნდა ინერვიულოს ვლადიმერ პუტინზე.
„ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ პუტინზე ფიქრში და მეტი დრო დავუთმოთ ფიქრს მოძალადე მიგრანტებზე, ნარკობარონებზე, მკვლელებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ფსიქიატრიული დაწესებულებიდან შემოდიან, რათა ისე არ დავასრულოთ, როგორც ევროპამ!“ – წერს ტრამპი.
როგორც უცხოური მედია იუწყება, ტრამპის მზარდმა სიახლოვემ პუტინთან განგაშის ზარი დარეკა მთელ ევროპაში, ისევე როგორც აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაში, რამაც ეროვნული უსაფრთხოების შეშფოთება გამოიწვია.