“500 მილიონი ევროპელი სთხოვს 300 მილიონ ამერიკელს, რომ მათ დაიცვან ისინი 140 მილიონი რუსისგან; ეს პარადოქსია” – დონალდ ტუსკი
“500 მილიონი ევროპელი სთხოვს 300 მილიონ ამერიკელს, რომ მათ დაიცვან ისინი 140 მილიონი რუსისგან; ეს პარადოქსია”, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს.
მისი განმარტებით, პოლონეთი უკრაინას უჭერს მხარს ყოველგვარი „მაგრამის“ გარეშე.
გარდა ამისა, ტუსკი აღნიშნავს, რომ პოლონეთს აშშ-თან შესანიშნავი ურთიერთობები აქვს, რომლებსაც ის მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს.