ფიცომ ევროკავშირის სამიტის წინ ულტიმატუმი წამოაყენა

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო ითხოვს, რომ 6 მარტს ევროკავშირის სამიტმა გადაწყვიტოს რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენა უკრაინის გავლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამიტის დასკვნების დაბლოკვით იმუქრება.

როგორ სლოვაკეთის პრემიერმინისტრი სოციალურ ქსელში წერს, მისი ქვეყანა არ დაუჭერს მხარს უკრაინას „არც ფინანსურად და არც სამხედრო გზით ომის გასაგრძელებლად“ და რომ კიევი „არასდროს იქნება საკმარისად ძლიერი სამხედრო პოზიციიდან მოლაპარაკებისთვის“.

„სლოვაკეთის რესპუბლიკა მოითხოვს, რომ დასკვნები შეიცავდეს მკაფიო მოთხოვნას უკრაინის გავლით სლოვაკეთის რესპუბლიკასა და დასავლეთ ევროპაში გაზის ტრანზიტის აღდგენის შესახებ“, – დასძინა ფიცომ.

მისი თქმით, რუსული გაზის გარეშე შეუძლებელია ევროპის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დახმარება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი ბილეთი.

„თუ სამიტი პატივს არ სცემს იმ ფაქტს, რომ არსებობს სხვა შეხედულებები, გარდა ომის გაგრძელებისა, ევროსაბჭომ შესაძლოა ხუთშაბათს ვერ მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის შესახებ“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები