ზელენსკი სტარმერს აშშ-ში ვიზიტისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა შაბათს შეხვედრის დროს ერთმანეთს შეერთებულ შტატებში ვიზიტების დეტალები გაუზიარეს და განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და როლი, რომელიც ბრიტანეთი მზად არის შეასრულოს მათში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

„ლიდერებმა დეტალურად განიხილეს პარტნიორებთან კოორდინაცია, ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხორციელება და კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად და ომის დასასრულებლად მდგრადი და სამართლიანი მშვიდობით. მშვიდობა, რომელსაც შემდეგ რუსეთი არ გამოიყენებს ცეცხლის შეწყვეტას ხელახალი შეიარაღებისა და შეტევისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს და როლს, რომელიც დიდი ბრიტანეთი მზად არის შეასრულოს მათში. ლიდერებმა აჩვენეს საერთო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ყველასთვის საიმედო მომავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები