უკრაინამ და ბრიტანეთმა ხელი მოწერეს შეთანხმებას 3 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტზე
უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი და უკრაინის თავდაცვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და დიდი ბრიტანეთის ფინანსთა კანცლერმა რეიჩელ რივზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 2,26 მილიარდი ფუნტი სტერლინგით (დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარი) დახმარებისთვის. ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა, ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.