ლონდონში ზელენსკისა და სტარმერის შეხვედრა შედგა

ლონდონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის შეხვედრა შედგა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი წერს და შეხვედრის ფოტოებს ავრცელებს.

„ჩვენი მოლაპარაკებების დროს განვიხილეთ უკრაინისა და მთელი ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევები, პარტნიორებთან კოორდინაცია, უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად კონკრეტული ნაბიჯები და ომის დასრულება სამართლიანი მშვიდობით, უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებით. მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს ხალხსა და მთავრობას ამ ომის დაწყებიდანვე გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. მოხარული ვართ, რომ გვყავს ასეთი სტრატეგიული პარტნიორები და ვიზიარებთ ერთსა და იმავე ხედვას, როგორი უნდა იყოს უსაფრთხო მომავალი ყველასთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები