მარკ რუტე: ზელენსკის ვუთხარი, უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად

“ზელენსკის ვუთხარი, უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც ტრამპმა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

როგორც რუტემ “ბიბისი“-სთან საუბრისას აღნიშნა, მას ზელენსკისთან საუბრისას დეტალების გასაჯაროება არ შეუძლია.

“დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017-2020 წლებში აშშ-მა უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა და ეს დასაფასებელია”, – განაცხადა მარკ რუტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები