პოროშენკო აშშ-ში მომხდარ მოვლენებზე: იმედია ზელენსკის აქვს „გეგმა -ბ“

„ევროპული სოლიდარობის“ პარტიის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ვაშინგტონში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ გააკრიტიკებს, მაგრამ მოუწოდებს ამერიკელი პარტნიორების „მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას“ ევროპის დახმარებით. ამის შესახებ პოროშენკო სოციალურ ქსელში წერს.

„ვაშინგტონის გუშინდელი ეთერების შემდეგ ქვეყნის ნახევარს არ ეძინა. ჩვენ მუშტებშეკრული ველოდებოდით მოვლენების განვითარებას. ახლა კი ყველას აქვს კითხვა: რა უნდა მოხდეს შემდეგ?ვიღაც ელოდა, რომ ზელენსკის გავაკრიტიკებდი. მაგრამ არა, კრიტიკა არ იქნება, რადგან ეს ის არ არის რაც ახლა ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის აქვს „გეგმა -ბ“.“, – წერს პოროშენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები