ბერლინში „რუსეთი პუტინის წინააღმდეგ“ მსვლელობა დაიწყო
ბერლინის ცენტრში, პოტსდამერ პლაცზე, რუსული ოპოზიციის მსვლელობა ლოზუნგით „რუსეთი პუტინის წინააღმდეგ“ დაიწყო.
წინასწარი შეფასებით, მასში 3,5 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მონაწილეები პოტსდამერ პლაცზე შეიკრიბნენ და რუსეთის საელჩოსკენ გაემართებიან, სადაც ნავალნის მემორიალია განთავსებული. აქციის გეგმის მიხედვით, მსვლელობა ბრანდენბურგის კარიბჭესთან დასრულდება.