“არავის არ სურს ომის დასრულება ჩვენზე მეტად” – ზელენსკიმ Fox News-სთან ინტერვიუში

შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება, ამიტომ ვარ აქ. რუსები შემოვიდნენ ჩვენს სახლებში და დაგვხოცეს – არ შეიძლება ამის დავიწყება და თქვა, რომ პუტინი კარგი ბიჭია. ჩვენ ვიქნებით ღია რუსეთთან მოლაპარაკების მიმართ, როდესაც გვექნება უსაფრთხოების გარანტიები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე ვერ შევცვლი უკრაინელების დამოკიდებულებას რუსების მიმართ – ისინი გვკლავენ. ამერიკელები ჩვენი მეგობრები არიან, ევროპელები ჩვენი მეგობრები არიან, რუსეთი – ჩვენი მტერია. ჩვენ გვინდა მშვიდობა, არავის არ სურს ომის დასრულება ჩვენზე მეტად. ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-სთან ერთ მხარეს, რათა შევაჩეროთ პუტინი. რეიგანმა თქვა, რომ “მშვიდობა არ არის ომის არარსებობა”. მე ძალიან მადლობელი ვარ ამერიკელი ხალხის, პრეზიდენტ ტრამპისა და კონგრესში მხარდაჭერის და ყოველთვის მადლობელი ვიყავი, თქვენ დაგვეხმარეთ გადარჩენაში. არ ვიცი დაგეგმილი იყო თუ არა შელაპარაკება. არამგონია, ცუდი რამე გავაკეთეთ. მე ყოველთვის ღია ვარ მედიისთვის, მაგრამ ზოგიერთი რამ დახურულ კარს მიღმა უნდა დარჩეს. ტრამპმა თქვა, რომ მას სურს იყოს შუაში და მე მინდა, რომ ის ჩვენს მხარეს იყოს. მე არ მინდა დავკარგო აშშ-ში პარტნიორობა და მხარდაჭერა“, – განაცხადა ზელენკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები